ნიკა გვარამია: „პრემიერ მინისტრს არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.... ასე არასდროს შემრცხვენია საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გამო“
11-09-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ასე არასდროს შემრცხვენია საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გამო, ხაზს ვუსვამ - არასდროს", ასე აფასებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლას.

 

 

მისი თქმით, „ჩვენ ვიხილეთ სრულიად უმწიფარი პოლიტიკოსის გამოსვლა, რომელსაც, პრაქტიკულად, არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა".

 

 

„უბრალოდ შემრცხვა მართლა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. ასეთ წარმომადგენლობით ფორუმზე ძალიან მკაფიოდ ჩანს ხოლმე, რომ ადამიანები არიან უბრალოდ უვიცები პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში პრემიერ მინისტრს, სამწუხაროდ, ეს ძალიან მკაფიოდ ეტყობოდა. ჩვენ კი ვიცით ქვეყნის შიგნით, რომ პრემიერ მინისტრი მარტო იმიტომ არის პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილს არ შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ქვეყნის გარედან ჩამოსული ამდენი სტუმრის თვალწინ, ამის მოსმენა მაინც ძალიან მძიმე იყო.

 

 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას, ისიც იყო აბსოლუტურად დაზეპირებული მესიჯბოქსი, თუმცა, ვერ შევადარებთ პრემიერ მინისტრის გამოსვლას, კიდევ რაღაცას ჰგავდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში ფაქტები, რომელზეც საუბარი იყო, გაყალბებულია. თითქოს რამე სტატისტიკა, ან საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ საქართველო რამეში წინ წავიდა, ეს ასე არ არის, ტყუილია, მათ შორის, მედიის თვალსაზრისითაც სერიოზული უკუსვლა გვაქვს, წინა წლებთან შედარებით, როცა ასევე არ იყო მაღალ ხარისხში არც მედიის თავისუფლება, ასევე მაგალითად, სასამართლო სისტემა, მაგრამ ამ მიმართულებითაც სერიოზული უკუსვლაა, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებით.

 

 

და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პასუხი ნატოსთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. როცა ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ეს იქნება დამოკიდებული საერთაშორისო გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ეს არის კატასტროფა. გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს უნდა იყოს დამოკიდებული საქართველოს გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მისწრაფებაზე ნატოსკენ - ეს უნდა თქვას საქართველოს ხელისუფალმა და არა ის, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია გადაწყვეტს თურმე, ჩვენ ვიქნებით თუ არა ნატოს წევრები. გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში ამას არასდროს გადაწყვეტს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მეზობელი, ყველაზე დიდი მეზობელი - რუსეთი იქნება ყოველთვის მკაფიოდ ამის წინააღმდეგი. და თუ ჩვენი ხელისუფლება ელოდება, რუსეთი როდის იქნება ამის მომხრე, ამას სხვა რამე ჰქვია, ძალიან დიდი ბოდიში. ჩვენი ხელისუფლება არის მხოლოდ დეკლარირების დონეზე პროდასავლური. სინამდვილეში, ის აბსოლუტურად მკაფიოდ ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. ეს სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ამ რეალობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გზით - ხელისუფლების გამოცვლით საქართველოში", უთხრა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-ს.

 

 

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი