ვერეს ხეობის შესწავლის და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებით გუშინ თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს.
კომისიის წევრები შეჯერდნენ, რომ ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.
"ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მდინარე ვერე რაც შეიძლება უნდა გათავისუფლდეს იმ გვირაბებისგან, სადაც ის მიედინება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირაბს აღარ გავაკეთებთ, ხიდის კონსტრუქციაზე ვიმუშავებთ და ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილება ამაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას საწყისი წერტილიდან შეისწავლიან და კვლევას ჩაატარებენ. პარალელურ რეჟიმში აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთი.
"გზის აღდგენა უნდა მოვახერხოთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა მოძრაობა იქნას გახსნილი და პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. გაკეთდება ტრანსპორტისა და მარშრუტების სქემა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი მდინარე ვერეზე დამცავი დამბის გაკეთება და წყლის ნაკადების და მოცულობის რეგულირება იყო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, სხდომაზე შეჯერებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია დღეიდან დაიწყება და შესაბამისი სამსახურები დავალებებს მიიღებენ.
მერიის განცხადებით, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.