თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თბილისში მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, გახსნილ კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ს ესწრება.
ალასანიას თქმით, დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ნაბიჯებს მოყოლილ ისტერიკაში არ დაიკარგოს, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ამერიკის სხვადასხვა შტატთან.
„უსაფრთხოების გარდა აუცილებელია, რომ ურთიერთობა გვქონდეს შტატებთან, ამერიკის შეერთებული შტატების, იმიტომ რომ მარტო ვაშინგტონი არ არის ამერიკა. სერიოზული ინვესტიციების წამოღება შეიძლება, სწორედ სხვადასხვა შტატებიდან, ამაზეც უნდა ვიყოთ გადართული და დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ასე ვთქვათ, ისტერიკაში, რაც მოჰყვა ტრამპის ნაბიჯებს, არ დაიკარგოს საქართველო“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.