„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და „პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს“ ნატო ჩხეიძეს, ასევე ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია ამ დროისთვის. როგორც დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, მარგველაშვილს ჰქონდა ბევრი შეკითხვა მასთან რაზეც მან უპასუხა გულწრფელად, მისივე თქმით, პრეზიდენტი ეცდება ბიზნესის და სიტყვის თავისუფლების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
„ბევრი კითხვა ჰქონდა, ამ კითხვებზე მე გულწრფელად ვუპასუხე და პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, რომ აუცილებელია დაცული იქნას ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი და რომ ის მაქსიმალურად შეეცდება მის კომპეტენციის ფარგლებში, რომ ეს გააკეთოს“, განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.