თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით კურსი საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ დაიწყო
11-09-2018, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით ტრენინგი - „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ევროკავშირის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ დაიწყო. 

 


კურსს, ქართველ ექსპერტებთან ერთად, კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ტრენერი და ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი უძღვებიან. მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ევროკავშირის თანამედროვე გამოწვევებს, სტრუქტურას, ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს გაეცნობიან. ტრენინგის განმავლობაში საუბარი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხება. 

 


კურსს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის საჯარო მოხელეები ესწრებიან. 

 


კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი