ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკის ქონა
11-09-2018, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018-ზე“ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკის ქონა, ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, თუმცა თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება.

 


„ამ მხრივ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვიცით, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა გვჯერა, რომ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, საბოლოოდ მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება“, აღნიშნა კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველო ახლა რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რომლებმაც ქვეყნის დასავლელი მეგობრების ფართო მხარდაჭერა ჰპოვა.

 


„ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტაბილურობისა და უსაფრთხოების სიტუაცია ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. თუმცა გვაქვს გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამ გამოწვევებზე. ვაპირებთ, სხვადასხვა საკანონმდებლო ზომას მივმართოთ ამ მხრივ სიტუაციის გასაუმჯობესებლად. სიტუაცია უმჯობესდება და ამ კონტექსტში არჩევნების შედეგები ვახსენე, თუმცა ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ახალი ინსტრუმენტები ამ მნიშვნელოვანი პრობლემის წინააღმდეგ“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში შედგა მოლაპარაკებები მოლდოველ და უკრაინელ პარტნიორებთან, დაგეგმილია სტრატეგიული კომუნიკაციების ერთობლივი ცენტრის დაფუძნება, რომლის მთავარი მიზანი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

 


„ასევე მივმართავთ სტრატეგიული კომუნიკაციების სხვა ინსტრუმენტებს ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრებთან კარგი თანამშრომლობა და ფაქტობრივად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რა თქმა უნდა, ამ მხრივ რუსეთის ფედერაცია გამონაკლისია“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

როგორც მან განმარტა, საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან.

 


„გვაქვს მშვიდობიანი პრაგმატული ხედვა, რომლითაც შევძელით გაგვეუმჯობესებინა არა მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, არამედ წვლილი შეგვეტანა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებაში. ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა მისიებში მსოფლიოში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 4 500 დოლარს შეადგენს.
„ეკონომიკა არის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ გაქვს სუსტი ეკონომიკა, იქნები მოწყვლადი საერთაშორისო და საშინაო დონეზე. ახლა მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 4 500 დოლარია. ამ წელს 4 800 დოლარით დავასრულებთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუ შევადარებთ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, მასზე ორჯერ დაბალია. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ეკონომიკური განვითარება““, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისი თქმით, ეკონომიკურ პრობლემებს საქართველოს გარშემო არსებული დიდი სახელმწიფოებიც განიცდიან, ასეთ სიტუაციაში კი, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეკონომიკურ მხარდაჭერა, რადგან სწრაფი ეკონომიკური განვითარების გარეშე ქვეყანა მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი