„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ის დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა“, განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
მისი თქმით, „მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ვოლკერის მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობამ იაქტიუროს და ხმა თავის რჩეულს მისცეს.
რაც შეეხება რუსეთს, ვოლკერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საქართველოს შეუძლია, ეს ქვეყნის გაძლიერებაა - კანონის უზენაესობით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ძლიერი ეკონომიკის განვითარებით, ინსტიტუტების გაძლიერებით.
„ეს საქართველოს პასუხი იქნება. რუსეთი აგრესიულია და ძლიერია, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ მისი შეკავება შესაძლებელი იქნება სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანებთან კონტაქტის აღდგენის კუთხით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს ზრუნვა და დახმარება. ერთადერთი დაბრკოლება რუსული ძალის არსებობაა“, განაცხადა ვოლკერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.