ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, ქვეყანაში მარიხუანას საექსპორტოდ წარმოების დაწყების საკითხი განიხილეს
11-09-2018, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო, შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოების დაწყების საკითხს განიხილავს.

 

 

როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საუბარია სამკურნალო მარიხუანაზე, რომლის მოყვანისთვისაც გაიცემა ლიცენზიები, ხოლო ადგილს, სადაც მისი მოყვანა მოხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.

 

 

გია გაჩეჩილაძე მედიასთან საუბარში აზუსტებს, რომ მმართველი უმრავლესობა საკითხს ვერსიის დონეზე განიხილავს, თუმცა, „შემოვა კანონპროექტი და ყველაფერი იქნება ნათელი".

 

 

„მწვანეების" ლიდერი აცხადებს, რომ მარიხუანას ექსპორტის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ" იმსჯელა გუშინ, 10 სექტემბერს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. გაჩეჩილაძის თქმითვე, საკითხზე საუბარი კი, გაცილებით ადრე დაიწყო.

 

 

„ვერსიების დონეზე არსებობს ასეთი რამ - შემოვა კანონპროექტი და ყველაფერი იქნება ნათელი. ჩვენ ძალიან გაგვჭედა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და გვიწევს ახლა ვაკუუმის შევსება, რომელიც მარიხუანასთან არის დაკავშირებული და ძალიან ვამკაცრებთ ყველაფერს. თვითონ რაც მარიხუანას კულტივაციას ეხება, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით - სამკურნალო მარიხუანას მოყვანა იმ თვალსაზრისით, რომ იყოს მხოლოდ ექსპორტისთვის. ის ტერიტორიები, შესაძლებელია ლიცენზიები გაიცეს მარიხუანას მოყვანაზე, იქნება მკაცრად დაცული, უაღრესად მკაცრად დაცული, რაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული. ეს არის ვერსია", განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი