„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პროკურატურისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეში „დანაშაულებრივად“ ჩართული „ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი პირების“ წინააღმდეგ.
„მოხდა სრულიად უპრეცედენტო ფაქტი. პირველად, ჩვენ მივიღეთ იმის მტკიცებულება, რომ ე.წ. ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი პირები ეწევიან ღია რეკეტს ბიზნესის და თავისუფალი მედიის, სიტყვის წინააღმდეგ. ჩვენ ამ მტკიცებულების შემდეგ, გვაქვს სრული უფლება, მოვითხოვოთ, რომ ეს პირები იყვნენ დაკავებულნი, პროკურატურამ აღძრას საქმე და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც ამას ითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ებრძვის კორუფციას. უბრალოდ, წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია, ყოფილი მინისტრი მიდის ბიზნესმენთან და ეუბნება: შენ გაქვს დავალიანება და 2 მილიონს თუ გადაიხდი, ან ტელევიზიას გვაჩუქებ, მაშინ ეს დავალიანება აღარ გექნება... ეს ადამიანები ამას ბედავენ, რომ დაატერორონ ბიზნესი და თავისუფალი მედია“, განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე და დაამატა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი, 28 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება იქნება.
„სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით რეკეტიორების ხელში - ამას სხვა სიტყვა არ აქვს. ეს უკვე კორუფციაც არ არის. ეს არის „აბშჩიაკის“ შეგროვება ე.წ. ხელისუფლების მიერ“, აღნიშნა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.