ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა
11-09-2018, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 11-14 სექტემბერს, ოფიციალურ ვიზიტად შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.

 

 

ირაკლი კობახიძე შეხვედრას შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, დომინიკ დე ბუმანთან და საქართველოსთან მეგობრობის საპარალმენტო ჯგუფის წევრებთან გამართავს.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ფრიბურგის უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდის- „სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

 


დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშითან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მესამე ქვეყნებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, კარლ ლორენცთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან, შვეიცარიის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამდივნოს მეცნიერ-თანამშრომელთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, ფილიპე როესლესთან.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კომპანია „CSL Behring AG”-ს დაათვალიერებს და დუალური განათლების წესით, პროფესიული განათლების მიღების პროცესში მყოფ შეგირდებს გაესაუბრება.

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან", ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი