ვანის მუნიციპალიტეტში გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნული გზის აღდგენა გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელს უკვე სრულად აღდგება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.

ამ დროისთვის გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარის პირველი ფენა, პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „GEORGIAN BUILD“-ი ახორციელებს. გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად, ბიუჯეტიდან 551 498 ლარი დაიხარჯება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სამუშაოები 27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.