„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წინაშე დგას მთავარ გამოწვევად, არაფორმალური მმართველობა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.
„მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას ეს არის, რა თქმა უნდა, დემოკრატია, ეს არის არაფორმალური მმართველობა და ის ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს განვითარებას.
იმ გლობალურ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ ლიბერალური დემოკრატია ყველგან დგას გამოწვევის წინაშე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთს ესმოდეს ის გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშე დგას”, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.