ლევან იზორია: „ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება, რათა ყოველდღე ვიყოთ მზად ნატოში გაწევრიანებისთვის“
11-09-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სამხედრო მიმართულების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება: „რაც შეეხება დასავლეთის გაძლიერებას, კონკურენტულ მსოფლიოში, საერთო ღირებულებების დაცვის ქვაკუთხედი სამხედრო ძლიერება უნდა იყოს. ჩემი აზრით, სტრატეგიული შენარჩუნება განახლების გზით უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნატოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის პოლიტიკის განახლებას. ამ პროცესში აშშ-ის ლიდერობა, წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და თავდაცვითი შესაძლებობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია“. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ევროპული სტრატეგიული ავტონომია ევროპის ქვეყნების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს ნატოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, განაცხადა იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ამ პროცესში სტრატეგიული მზადყოფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, კონკურენტულ სამყაროში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ადეკვატური პასუხია დასავლეთში ინტეგრაციის შენარჩუნება და გაძლიერება. ეს არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი, არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ სტრატეგიული მზადყოფნის მდგომარეობა. სამხედრო სფეროში ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება, რათა ყოველდღე ვიყოთ მზად ნატოში გაწევრიანებისთვის“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი