„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა TV პირველის გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოცნების კანდიდატია, რადგან მთაწმინდის არჩევნებზე მთელი სამთავრობო ვერტიკალი მასზე მუშაობდა და „ქართულმა ოცნებამ“ მას გაამარჯვებინა. რურუა ასევე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანმდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ იყო უვარგისი და შეუფერებელი ამ თანამდებობისთვის.
„როგორ არ არის „ოცნების“ კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი, როცა მას არანორმალურად დაეხმარა მთაწმინდის არჩევნებში. მე ვიყავი მისი ოპონენტი. მეორე ტურში გავედით მე და სალომე ზურაბიშვილი და მთელი სამთავრობო ვერტიკალი მუშაობდა ზურაბიშვილზე - ფულით, სუსით, პოლიციით - დააკავეს, ჩადებით, ჩემი შტაბის ტექნიკური ხელმძღვანელი მაშინ. ყველანაირად მთავრობამ მოაგებინა ზურაბიშვილს და როგორც ქვა, შეიტანეს და დადეს პარლამენტში - ქალბატონი, რომელსაც საქართველოში ალბათ 300 ნაცნობიც არ ჰყავს.
როცა ზურაბიშვილით ამაყობდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ძალიან ცდებოდა და მალევე გაირკვა, რომ ეს არის არაადეკვატური ადამიანი, ვინც კონფლიქტში შევიდა მთავრობასთან, პრემიერთან, პარლამენტთან, ყველასთან. ცოტა ხანში ის იქნა მოხსნილი, როგორც უვარგისი და შეუფერებელი ამ თანამდებობისთვის“, განაცხადა ნიკა რურუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.