„ვიღაცისთვის მზადდება სპეციალურად ეს კანონი და ხდება გარკვეული ადამიანების ინტერესების ლობირება", ასე ეხმაურებიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მარიხუანას საექსპორტოდ წარმოების შესაძლო დაწყებას, რაზედაც მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს იმას, რომ მარიხუანა შიდა ბაზარზე არ მოხვდეს.
„რეალურად, დღევანდელ პირობებში ვერ მოხდება გაკონტროლება იმისა, რომ იგი არ მოხვდეს შიდა ბაზარზე. თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, კორუფციულობასა და არაორგანიზებულობას, ეს შეიძლება ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახდეს. ამას, ბუნებრივია, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს", განუცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.