ექსპორტის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებაზე ინიციატივას „ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან. გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას არათანმიმდევრული მიდგომა აქვს.
„თუ ისინი გულისხმობენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი ამის გაყიდვაზე და ამ დროს, ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვისმენთ ამბებს, რომ სულ რაღაც რამოდენიმე ძირი ჰქონდა ვიღაცას დარგულიო და დაეცნენ და დიდი სპეცოპერაცია ჩაატარეს და საოცარი დანაშაული ამხილეს, ეს მინიმუმ არის არათანმიმდევრული მიდგომა", უთხრა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
საქართველო, შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოების დაწყების საკითხს განიხილავს.
როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საუბარია სამკურნალო მარიხუანაზე, რომლის მოყვანისთვისაც გაიცემა ლიცენზიები, ხოლო ადგილს, სადაც მისი მოყვანა მოხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.
გია გაჩეჩილაძე მედიასთან საუბარში აზუსტებს, რომ მმართველი უმრავლესობა საკითხს ვერსიის დონეზე განიხილავს, თუმცა, „შემოვა კანონპროექტი და ყველაფერი იქნება ნათელი".
„მწვანეების" ლიდერი აცხადებს, რომ მარიხუანას ექსპორტის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ" იმსჯელა გუშინ, 10 სექტემბერს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. გაჩეჩილაძის თქმითვე, საკითხზე საუბარი კი, გაცილებით ადრე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.