ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი: საბერძნეთი ფიქრობს, რომ მარიხუანას ბიზნესით 200 მილიარდამდე შემოსავალს მიიღებს ათ წელიწადში... ჩვენმა ქვეყანამაც შეიძლება მიიღოს სარგებელი მარიხუანას ექსპორტით
11-09-2018, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ სწორ კანონმდებლობას შევარჩევთ, ჩვენმა ქვეყანამაც შეიძლება მიიღოს სარგებელი მარიხუანის ექსპორტით და რაღაცა სასწაული ეს არ არის, ბევრი ქვეყანა ახდენს ამას, აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი.

 


„ის ქვეყნები, სადაც მოხდა სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება ან მთლიანად მარიხუანაა ლეგალიზებული, მაგალითად დიდი ბრიტანეთი არის დღეისთვის ლეგალური მარიხუანას ექსპორტის ლიდერი ბაზარზე, მეორე ადგილზეა ჰოლანდია და იგეგმება რომ კანადაში, როდესაც ლეგალიზება მოხდება, 17 ოქტომბრიდან იგეგმება, მაშინვე კანადური კომპანიები დაიწყებენ ექსპორტს მსოფლიო ბაზარზე.

 

 

ლეგალური მარიხუანას წარმოება ყოველ წელს იზრდება. დღეისთვის ლეგალური მარიხუანას წარმოება 220 ტონამდე ადის, აშშ-ს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ რამდენიმე შტატშია ლეგალიზებული, მაგრამ ექსპორტი არ არის დაშვებული ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით, შესაბამისად სხვა ქვეყნები აქტიურობენ ბაზარზე. იგივე ავსტრალიაში წელს მიიღეს ექსპორტის ლეგალიზების შესახებ კანონი, საბერძნეთში ამ წლის დასაწყისში მიიღეს. საბერძნეთი ფიქრობს, რომ ამ ბიზნესით 200 მილიარდამდე შემოსავალს მიიღებს ათ წელიწადში.

 

 

გამომდინარე იქიდან, რა კანონმდებლობაც დღეს ჩვენ გვაქვს, ჩვენი კანონმდებლობით მოხმარება სრულად ლეგალიზებულია, მაგრამ რომ არც მოხდეს საქართველოში რეალიზება, ბევრი ქვეყანა თავის ქვეყანაში არ ახდენს რეალიზებას და გააქვს ექსპორტზე, დიდ ბრიტანეთშიც მარიხუანას რეალიზაცია აკრძალულია, მაგრამ ექსპორტი ლეგალიზებულია, ჰოლანდიამ ბევრად უფრო დიდ შედეგს მიაღწია სწორი რეგულაციებით, ვიდრე აგრესიული პოლიტიკით. თუ გამოიყოფა ადგილები, სადაც მოყვანა და ექსპორტი მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვინაიდან მაღალი გადასახადით იბეგრება და ბიუჯეტიც შემოსავალს მიიღებს“, აცხადებს ექსპერტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი