ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
სარალიძის გამოკეთების შემდეგ საპატრულო პოლიციელებთან მივიდა და ჰკითხა თუ ვინ მოკლა მისი შვილი, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს.
სარალიძის შეუძლოდ გახდომას წინ სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა.
საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება.
უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ღამეს რუსთაველის გამზირზე ათევენ. ცოტა ხნის წინ ამოიწურა აქციის მონაწილეების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.