ხელისუფლება, რომელიც ასე თავხედურად იქცევა, ის ხელისუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს - გიორგი ვაშაძე შვილმოკლული მამების აქციაზე მივიდა
11-09-2018, 22:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვილმოკლული მამების აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მივიდა.

 

 

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებენ.

 

 

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ თავხედებთან. ადამიანებთან, რომელსაც უნდათ, რომ ხელი დააფარონ დამნაშავეებს. მე ბოლომდე ვიქნები შვილმოკლული მამების გვერდით და მინდა, ცალსახად ვთქვა, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც ეს ახალგაზრდები დახოცა, აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში და ყველა მათი მფარველი მიეცემა პასუხისგებაში. ხელისუფლება, რომელიც ასე თავხედურად იქცევა, ის ხელისუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. არც ისე დიდი დრო დარჩა არჩევნებამდე და აუცილებლად საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ  „ქართულ  ოცნებას“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის, რის შემდეგაც სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი