პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ასევე მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ულტიმატუმს არ ცვლის და მარტოც, რომ დარჩეს და ზაზა სარალიძემ ჯანმრთელობის მდგომარების გამო ვერ შეძლოს აქციაზე დაბრუნება ის გააგრძელებს უვადო შიმშილობას. მაჩალიკაშვილი ელოდება ხალხის გვერდში დგომას და თავსაც იდანაშაულებს იმაში, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე გამოუძიებელი დარჩა იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე მას უდგას გვერდში და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა იყო საუკუნის დანაშული სახელმწიფოს ხელით ჩადენილი.
„რუსთაველზე მომხდარმა ინციდენტმა ჩვენი გეგმები არ შეცვალა, რაც შეეხება ულტიმატუმს გუშინ ზაზას მიერ გაკეთებულ განცხადება ძალაში რჩება, მაგრამ ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა გარდა იმასა, რომ იმ დროს მოტანილი იმ საწვიმარის გაშლას, მოჰყვა დიდი დაპირისპირება, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გამჟღავნდეს ეს დანაშაულებები. ამით ქართველი ერიც და საქართველოს მოსახლეობაც ფეხზე ჰკიდიათ, ბოდიშით ამ სიტყვაზე.
რომელ ნაბიჯზეც წავედით იგივე პოზიციაზე ვრჩები, თუნდაც მარტო დავრჩე. ღმერთმა ქნას ზაზაც მალე დაბრუნდეს, სიმართლე გითხრათ კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო.
მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. მე უფრო ხალხის იმედით ვარ, ხელისუფლება ამაზე წამსვლელი, რომ არ არის და ამ პოზიცებს არ დათმობენ და შემდეგშიც გააგრძელებენ ასეთ მხეცურ ქმედებებს და სისხლიან რეჟიმს ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ ხალხი ამას ხედავს და გვერდში ამომიდგებიან, დღეს ნაკლები ხალხია, მაგრამ ხვალ, ზეგ გამოვლენ, ასევე ველოდებით იმ ადამიანებს, ვისაც უნდა შევხვედროდით სტრასბურგში და არ გაგვიშვეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ჩამოვლენ.
როგორც იტყვიან იმედი ბოლოს კვდებაო და მე ეს იმედიც მომიკლეს, ჩემს შვილი ისე მოკლეს ბრალიც არი იყო წაყენებული დღემდე გამოძიება გრძელდება, იმის გულისთვის რომ კიდევ გააფუჭონ რაც დარჩათ გასაფუჭებელი. მე თვითონ დამადანაშაულეს ტერორიზმში და რამდენჯერ ვიყავი დაკითხვაზე სამჯერ, ოთხჯერ. ადამიანური ენით ამას ვერ გეტყვით ამის შემდეგ ყველა იმედი გადამეწურა, ეს არის საუკუნის დანაშაული, ხანდახან ვფიქრობ მე, რომ ზაზას გვერდით ვდგავარ იმიტომ ზაზას საქმესაც არ ასრულებენ-თქო, იმ დამნაშავეებსაც და მფარველებსაც იმიტომ არ იჭერენ, რადგან მე ვდგავარ მის გვერდით მე ჩემს თავსაც ვაბრალებ ამას“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.