„სად ხართ ის ადამიანები, რომლებიც ირინა ენუქიძის სახელით სპეკულირებდით და მოხვედით ხელისუფლებაში?“ - ელისო კილაძე საზოგადოებას მოუწოდებს შვილმკვდარ მამებს გვერდით დაუდგნენ და აქციაზე მივიდნენ
12-09-2018, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გადაცემა „არჩევანში“განაცხადა, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის. მისივე თქმით, შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებამ გამოსავალი არ დაუტოვა და მათ მიმართეს რადიკალურ ნაბიჯებს. ელისო კილაძე ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და განმარტებას ითხოვს, რატომ მოიპარეს აქციაზე მყოფმა პოლიციელებმა კარავი, რომლის გაშლასაც გეგმავდა ზაზა სარალიძე. მან მოქალაქეების იმ ნაწილსაც მიმართა, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ წინა აქციაზე ზაზა სარალიძის გვერდით პოლიტიკური პარტიები იდგნენ. კილაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის გვერდით ახლა დგანან რიგითი მოქალაქეები და ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე აკრიტიკებდნენ შვილმკვდარ მამებს, ამ ყველაფერს ტელევიზორიდან უყურებენ.

 

 

„ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეაშინა და მეორე ნაწილი არის დეზინფორმაციის მსხვერპლი, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მარტო დარჩება რუსთაველის გამზირზე, ეს ასე არ იქნება და დღევანდელმა მათმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ორი ადამიანის ასე ძალიან ეშინია ამ ხელისუფლებას და აუცილებლად შეეშინდება ხალხის იმ რაოდენობის, რომელიც აუცილებლად გამოვა მათ მხარდასაჭერად.

 

 

იცით რა ჩვენ ვუყურებდი დეკემბრის მერე, როცა ეს ტრაგედია, არნახული ტრაგედია დატრიალდა ამ ქვეყანაში დადიოდნენ კარდაკარ, უწყება-უწყება ითხოვდენენ აქციებზეც, შეხვედრებზეც, პირადი კომუნიკაციების დროსაც იმას, რომ როგორმე მიეღწიათ საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას. ჩვენ დღემდე არ ვიცით ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, დღემდე არ ვიცით ვინ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი და არ გვაქვს პასუხი კითხვებზე - რატომ არ არის გამოძიებული ის ათეულობით საქმე, რომლის თაობაზეც ის ბევრი ახალი ინფორმაცია, სწორედ ამ აქციების მიმდინარეობის პროცესში გახდა ცნობილი. რა გამოსავალი რჩებათ შვილმკვდარ მამებს თუ არა ის, რომ დააყენონ რადიკალური მოთხოვნები მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომზადების მათ სხვა არჩევანი  ხელისუფლებამ არ დაუტოვა. ოდნავი გონიერების ფარგლებში მათ შეეძლოთ ამ სიტუაციამდე არ გაემწვავებინათ ზოგადად ეს პრობლემა.

 

 

ბატონ გიორგი გახარიას მინდა ეთერიდან მივმართო - ბატონო გიორგი ეს არის ის რეფორმირებული პოლიცია, რომელსაც მე აქტიურად ვუჭერდი მხარს თქვენი მინისტრობის პირველ პერიოდში და იმ რეფორმების დასაწყისი, რაზეც ვიწონებდით თავს, მოვიდა ახალი მინისტრი დაიწყო საკადრო გადაადგილებები და პოლიციაში იქნება რეფორმები. თარგამაძის დრო დაბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროში?! დღეს ორმა პოლიციელმა ქურდულად, მე მაქვს კადრები, მოიპარა აქციიდან კარავი, ჩემი პირადი საკუთრება. არ მისცეს შვილმკვდარ მამას გაეშალა და უბრალოდ წვიმას შეფარებოდა, რა უნდა ქნას ზაზა სარალიძემ?, მაინცდამაინც, უნდა მოკვდეს? და ეს არის ამ ხელისუფლების ამოცანა.

 

 

თქვენ გახსოვთ საზოგადოების ელიტური ნაწილის განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციაზე დგანან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დგანან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ჩვენ, ამიტომ არ მივდივართ  აქციაზე, იმიტომ რომ არ გვინდა პოლიტიკურ პარტიების გვერდით დგომა. ორი დღეა შვილმკვდარი მამები დგანან მარტო - ეს იყო მათი გადაწყვეტილება და მე მხარს ვუჭერდი ამ გადაწყვეტილებას, რომ აქციის ორგანიზატორები პარტიები კი არა, შვილმკვდარი მამები ყოფილიყვნენ, სად არიან ის სტუდენტები, რომლებიც ამბობდნენ რომ აპოლიტიკური აქცია თუ იქნება მივლენ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, სად არიან ის ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში გვამუნათებდნენ თითოეულ ჩვენგანს რას აკეთებთ „ნაციონალების“ გვერდით დგახართ აქციაზეო და პოლიტიკური პარტიების გვერდით დგახართ აქციაზეო, სად არიან ზაზა სარალიძის შვილის მეგობრები, როგორ შეაშინა ეს ადამიანები სუსმა და როგორ მოხდა, რაღაც არნახული დეზინფორმაციების გავრცელება, სად არის სამოქალაქო საზოგადოება. იმედგაცრუება ყოველთვის იქნება სანამ არ გამოვა საზოგადოება და არ დადგება ზაზა სარალიძის გვერდით, როგორც იდგა პირველ აქციაზე. სად არიან დედები და მამები, სად არიან შვილები არ გყავთ?, ადამიანები არ ხართ?, ხომ დაინახეთ ყველამ პირდაპირ ეთერში რა დღეში ჩავარდა ზაზა სარალიძე. ზაზა სარალიძის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე.

 

 

სად ხართ ადამიანებო, რომლებიც ირინა ენუქიძის სახელით სპეკულირებდით და მოხვედით ხელისუფლებაში?. სანდრო გირგვლიანი რომ გეკერათ და ქუჩა-ქუჩა, რომ დაბღაოდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 2011 და 2012 წელს? რა, ზაზა სარალიძის შვილი შვილი არ არის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი შვილი არ არის?, იმ შვილმკვდარი დედების შვილები, შვილები არ არიან? თუ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეთ ხელისუფლებაში, რომ მოხვედით ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ვიცი ვინ იყო 2012 წელს და არც არჩილ თალაკვაძე არ მინახავს ეს ადამიანები, არც პროტესტებზე მახსოვს და არც ქუჩაში მდგარი არ მახსოვს, მოხვედით ხელისუფლებაში თბილ სავარძლებში მოკალათდით და აღარ გინდათ გარეთ გახედვა? ნუ რას უკაცრავად არ მოგცემთ ამის ფუფუნებას..“, განაცხადა ელისო კილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი