მამუკა ბახტაძე: კანაფის მოყვანა და წარმოება, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, იქნება მკაცრად რეგლამენტირებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური კანონსაწინააღმდეგო პროცესი
12-09-2018, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით ექპორტზე გაასატანად მარიხუანას წარმოების დაწყებას შეეხება.

 

 

როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, რეგულაცია იქნება მკაცრად რეგლამენტირებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური კანონსაწინააღმდეგო პროცესი.

 


„დავდექით ახალი რეალობის წინაშე - მარიხუანის მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი, გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ მე დავავალე შსს-ს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის და შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელიც დღეს იქნება განხილული მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუანის მოხმარების ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ მაქსიმალურად დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან.

 

 

კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამავე დროს, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდების მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გამკაცრდება კანონმდებლობა ამავე დროს მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის. შეგახსენებთ, რომ მარიხუანას გასაღება რჩება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად და ის არის დასჯადი. რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავევ დროს იქნება მკაცრად რეგლამენტირებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური კანონსაწინააღმდეგო პროცესი", განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი