ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება
12-09-2018, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 312 000 ლარით არის დაფინანსებული და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „პარმაღი“ ახორციელებს.

 

 

საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ბოლო დეტალებს გაეცნო. რეაბილიტაციის პროცესი 15 სექტემბერს დასრულდება და 130-მდე ბავშვი სკოლამდელი აღზრდის განათლებას თანამედროვე სტანდარტების შენობაში მიიღებს.

 

 

 

 

„მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების ვალდებულება აიღო, ამ მხრივ მოთხოვნილება განსაკუთრებით გაიზრდა. სწორედ ამიტომ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვცდილობთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გადავჭრათ ამ კუთხით არსებული პრობლემები. გასულ წლებში, ხონის სოფლებს 4 ახალი შენობა შეემატა და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმეს. ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია კი 4 დღეში დასრულდება. ამ მიმართულებით, წელსვე განხორციელდება კიდევ ერთი პროექტი და სოფელ გოჩა-ჯიხაიშის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების ტიპის შენობით ჩანაცვლდება“, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი