საქართველოს პრემიერ მინისტრი ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და „იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანია „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ გაჩენილ პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი „ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, მაგრამ მისივე თქმით, რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, თუ ბიზნესმენს აქვს ტელეკომპანიაც, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბიზნესის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.
„მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან ისევე, როგორც მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ადგილობრივ წარმოებას და მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.
სწორედ აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ თქვენ როგორი პოლიტიკა იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან - თუ სწორად მახსოვს, ამ კომპანიას 11-ჯერ გადაუვადდა შემოსავლების სამსახურის მხრიდან იმ სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ, ჩვენ დავინახეთ ნეგატიური ტენდენცია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მინდა შეგახსენოთ, რომ მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს. არსებობს ბიზნესსაქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს აქვს აქციზის გადასახადი და ეს უნდა გადაიხადოს ყველამ.
არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და ჩვენა ამას ვუფრთხილდებით, მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა, აქვს ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ...
საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არ არის არავინ და ბუნებრივია, მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც არის გადასადგმელი ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ. ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.