„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზაზა სარალიძეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს, შესაბამისად მას ვერავინ შეაჩერებს. მელია არჩილ თალაკვაძის განცხადებას არანორმალურს უწოდებს და აცხადებს, რომ თალაკვაძე მის გვერდით, რომ მჯდარიყო სკამიდან გადააგდებდა.
„ბატონი თალაკვაძე გამორჩეული ლიდერი „ქართული ოცნების“. რა თქვა? – ‘ჯანმრთელობას ვუსურვებ ზაზა სარილიძესო სწრაფად დაბრუნდეს და დაუბრუნდება იმედიაო საზოგადოებრივ ცხოვრებასო და სკოლაში გასატარებელ რეფორმებში მიიღებს მონაწილეობასო’ და აქ უნდა ნახოს ნუგეშიო, ეს თქვა. მე ვიფიქრე, ხომ არ მომესმა-თქო. არ დაგიმალავთ, მის გვერდით რომ ვმჯდარვიყავი, გადმოვაგდებდი სკამიდან. შვილმკვდარი მამა თითქმის, წელიწადია ითხოვს მკველელების დასჯას, არა გამოძიებას ხალხო, გამოვლენილია, დადგენილია, იდენტიფიცირებულია, სახელი იცის, გვარი იცის მკვლელისაც და მისი ხელის დამფარებლებისაც და რეაგირება ნული. აქ კიდე გამოდიან და იძახიან საზოგადოებრივ საქმეში ჩაერთოს და იქ ნახოს ნუგეშიო, გეკითხებით ხალხნო - ნორმალურია ეს გუნდი?, რა გზას უტოვებთ ადამიანს, ამ ადამიანმა, მართალა თავი უნდა აიფეთქოს შუა რუსთაველზე? საზოგადოებას, მეც მათ შორის, ყველა ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობთ გეკითხებით - რა გზას უტოვებთ შვილმკვდარ მამებს?“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.