„სააკაშვილი ომის წინა პერიოდში იმყოფებოდა პუტინის წარმომადგენლის რეკომენდაციით იტალიაში“ - გიორგი ვოლსკის თქმით, სააკაშვილსა და რუსეთს შორის კონსპირაციული გარიგება არსებობდა
12-09-2018, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი და „ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომსა და აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთს შორის კონსპირაციული გარიგება მოხდა.

 

 

„აქ იყო კონსპირაციული შეთანხმება. ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ მოხდა გარკვეული გარიგება კონსპირაციული - „ნაციონალურ მოძრაობაზე" მთლიანად ვერ ვიტყვი, მაგრამ სააკაშვილზე, რომელიც ომის წინა პერიოდში იმყოფებოდა პუტინის საგანგებო წარმომადგენლის რეკომენდაციით იტალიაში და ის ადამიანები მინდა დავასახელო კიდევ, რომლებმაც ომიდან ერთი-ორი ადრე, განსაკუთრებით ხმამაღლა განაცხადეს, რომ რუსეთს დაინტერესება არ აქვს.

 

 

ყველამ იცოდა, რომ ცხინვალიდან ხალხი გაყვანილია და ადამიანი, რომელიც ბომბავს იმ პერიოდში ცხინვალს, ასრულებს რუსულ დაკვეთას და ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

 

 

რუსეთთან გარიგებაა, როდესაც საქართველომ გადადგა, საქართველომ არა, სააკაშვილმა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ საქართველო ჩაეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში.

 

 

მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ ჰააგაშიც და სტრასბურგშიც საკმაოდ მძლავრი პოზიციები გაგვაჩნია იმისთვის, რათა სიმართლე გამოაშკარავდეს. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთი არის ოკუპანტი", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2008 წელს ხელისუფლების ბრძანებით, საქართველომ თავისი მოსახლეობა დაბომბა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი