ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მან საქართველოს მთავრობას ურჩია, ავღანეთისა და კოლუმბიის მაგალითებს გადახედონ. ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს დიდი ძალა აქვს და ის დათმობაზე არ წავა.
„ეს იქნება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა და მე ვფიქრობ არ შეიძლება ასე, დღევანდელ სიტუაციაში, გაკეთება, იმიტომ რომ ავღანეთის მაგალითს გადახედონ, რატომ არის იმ სამკუთხედში ომები, გადახედონ, ამდენი წელია, კოლუმბიას გადახედონ.
კარგია, როცა ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ, ალბათ სხვა გზა უნდა მოვნახოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ ჯობია. ჯობია, წლები ვიწვალოთ ვიდრე, ვითომ, იოლი გზით წავიდეთ. შიგნით ეგ ცუდ რაღაცებს გამოიწვევს. ეს ხომ ჯერ ინიციატივა გაჟღერდა, მოთელვასავითაა, არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ, მარტო ქადაგება არა, საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა მეუფე იაკობმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.