„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ის მხარს არ დაუჭერს ვერც ერთ ადამიანს, არათუ პოლიტიკოსს რომლიც თვლის, რომ რუსეთი არ იყო აგრესორი 2008 წელს. სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება, არ აქვს მოსმენილი, მაგრამ პირველადი განცხადების განმარტების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, რომ მისთვის დაეჭირა მხარი.
„მე ვერ დავუჭერ მხარს ვერცერთ პიროვნებას, არათუ პოლიტიკოსს, რომელიც თვლის, რომ რუსეთი არ გახლავთ აგრესორი 2008 წელს. განცხადებას არ გავცნობივარ, აუცილებლად მოვუსმენ.
პირველი განცხადების შემდეგ ყველამ მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს განმარტება, ვფიქრობ მან მაქსიმალურად განმარტა თავდაპირველი პოზიციები, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ეს პოზიცია“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.