ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვერ აკონკრეტებს აუნაზღაურდებათ თუ არა დაუზღვეველი ავტომანქანების მფლობელებს 13 ივნისს მიყენებული ზარალი. მისი განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს უნდა შევხედოთ კომპლექსურად და არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს კითხვის პასუხად განუცხადა, მოხდება თუ არა იმ მოქალაქეებისთვის ზარალის ანაზღაურება, რომელთაც სტიქიის შედეგად დაუზღვეველი მანქანები დაუზიანდათ.
"ზოგადად, ზარალს უნდა შევხედოთ კომპლექსურად და არა მხოლოდ რამე კონკრეტული მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ, ვითვლით და ამავე დროს საუბარია იმაზე, თუ რისი შესაძლებობა ექნება სახელმწიფოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.