ხუთი წლის განმავლობაში ბევრ ბრძოლაში დავმარცხდი, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, პატივის სცემს მომავალ პრეზიდენტს. ამასთან, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისთვის ბევრ ბრძოლაში დამარცხდა.
„პატივს ვცემ შემდეგ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს, რადგან პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომლისთვისაც გასული ხუთი წლის განმავლობაში ბრძოლა მომიწია. მომიწია ბრძოლა, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივისცემით მოეკიდონ, ვიბრძოდი სამართლიანი სასამართლოსთვის, ვიცავდი ეროვნულ ბანკსა და უშიშროების საბჭოს. სამწუხაროდ, ბევრი ბრძოლა წავაგე. ეროვნული საბჭო დაშალეს, სიტუაცია რთულია სასამართლოში, ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა მცირდება. მთავარი, რაც უნდა გააგრძელოს მომავალმა პრეზიდენტმა, ეს არის საზოგადოების გაერთიანება. ეს არის მთავარი პრობლემა – გაერთიანება ერთიანი მიზნით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ ერთ ხმაში უნდა ვისაუბროთ, ეს ნიშნავს გაერთიანებას საერთო მიზნისთვის“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.