ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თავის განვლილ ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფერს ნანობს და ამ გზაზე მოდის თავისი „ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის“.
„არაფერს არ ვნანობ. იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ განვლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ძალიან ბევრის მომტანი ჩემთვის და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ.
„მოვდივარ ასევე, ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის... ცხადია არის, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის, ისეთი არის, თუმცა მე ჩემ თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე, ზოგიერთისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მთავარი ეს არ არის (ტაში). მთავარი არის, რომ მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებც დღეს არიან საზღვარგარეთ - იქ არიან დაბადებულნი, ან წასულნი, იქ სწავლობენ თუ მუშაობენ - მათი ბედი და მომავალი არის ჩვენ ქვეყანასთან ძალიან დაკავშირებული და იმათ მინდა ვუთხრა, რომ ამას ნუ შეუშინდებით, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით, იმიტომ რომ, ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის - მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას ზურგს უმაგრებს საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე 30-წლიანი მოღვაწეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.