პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს, ხელმოწერების შეგროვების და ცესკოში წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას ქუთაისში განაგრძობს. ტრიბუნიდან დამსწრე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიმართა.
კალაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს და იქნება საქართველოს პირველი ზეპარტიული, მიუკერძოებელი და ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი. კალაძემ ასევე „ქართული ოცნების“ დემოკრატიულობაზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, მათი მხრიდან საკუთარი კანდიდატის არდასახელებაც გამოხატავს.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იწყებს საარჩევნო კამპანიას. მე დღეს მინდა მოგახსენოთ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხედვები და დამოკიდებულება ამ არჩევნებთან მიმართებაში. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მისიაა დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება ქვეყანაში, ჩვენ ვართ ის გუნდი, ის პარტია, რომელიც ზრუნავს არა თავის კომფორტზე და ხელისუფლების გამყარებაზე, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღეზე და დემოკრატიის პროცესზე. ჩვენს გუნდს ხალხისგან მინიჭებული აქვს მაღალი ნდობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე პარტია „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი უმრავლესობით. ბუნებრივია, ასეთი ლეგიტიმაციის პირობებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები და მმართველობის პროცესში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი. ეს არის ის ძირითადი მოტივი და პრინციპები, რის გამოც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგინა თავისი კანდიდატი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ხმა მისცეს ზეპარტიულ, მიუკერძოებელ კანდიდატს, რომელიც გაატარებს არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის სასიკეთო ინტერესებს, ასეთ კანდიდატად ჩვენს პარტიას სალომე ზურაბიშვილი ესახება. მას ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ პრეზიდენტად და ასევე პირველ ქალ პრეზიდენტად.
ჩვენს პარტიას, ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ მიუკერძოებელი კანდიდატის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის როლის სწორად გააზრებას, სწორი ტრადიციის დამკვიდრებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ზრუნავს არა საკუთარ, არამედ ხალხის ინტერესებზე და ისინიც ამას ძალიან კარგად ხედავენ და გრძნობს, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, გაიმარჯვებს საქართველო.
ქალბატონო სალომე, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.