სალომე ზურაბიშვილი: მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით
12-09-2018, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება" უჭერს, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, პირველი საარჩევნო შეხვედრა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართა.

 

 

ზურაბიშვილმა იმ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „მოდის" როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელიც თავის თავს, ემიგრაციის შვილს უწოდებს, საუბრობს იმ შედეგებზეც, რაც მის გაპრეზიდენტებას მოჰყვება.

 

 

„რისთვის მოვდივარ - მოვდივარ, პირველ რიგში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა; რომ არასდროს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში დავკარგეთ ყველა მიმართულებით ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც გვინდა ამ ტერიტორიების შენარჩუნება და ცხადია, გამთლიანება. მოვდივარ ასევე იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით; მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად იმიტომ, რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი - ეს ყველაფერი უკვე ამოვიდა ყელში, ხომ მეთანხმებით? ჩემამდე უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა" და ჩვენ ვართ ახლა მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ტრიალებს ამ ქვეყანაში.... მოვდივარ იმისთვის, რომ ეს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი საერთაშორისო და საშინაო გამოცდილება მოვახმარო ამ ქვეყნას მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.... მოვდივარ იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი