სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ელოდება თავისუფალ, დამოუკიდებელ მესამე ძალას, მაგრამ ჯერ მხოლოდ დესტრუქციული ძალები ჩანან პოლიტიკურ ასპარეზზე
12-09-2018, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თქვა, რომ მმართველი პარტიის მიერ მისადმი მხარდაჭერა არა მხოლოდ მისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისა და მისი მომავლისათვის იმ პირობებში, როცა ყველა სახელისუფლებო შტო ერთი პარტიის ხელშია მოქცეულა და ქვეყანა „თავისუფალი, დამოუკიდებელი მესამე ძალის“ გამოჩენას ელოდება, რომელიც ჯერ არ ჩანს.

 


„ასე შეფასეს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ გაითვითცნობიერა ის, რომ არ შეიძლება მმართველ პარტიას 21-ე საუკუნეში ჰქონდეს და იკავებდეს ყველა ადგილებს, რაც არსებობს სახელმწიფოში და უნდა დაუთმოს ადგილი, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელ დეპუტატს, სხვა შემთხვევაში, თუ ეს გახდა, თუ ამის საშუალება მოვიდა ოდესმე, თავისუფალ, დამოუკიდებელ მესამე ძალას, როცა ეს იქნება და ეს ქვეყანა ამას ელის, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს, ჩანს მხოლოდ დესტრუქციული ძალები - და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, კონსტრუქციული და დემოკრატიული ჩვენთვის, ყველასთვის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მან აღიარა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატული მხარდაჭერის გარეშე, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსი ნაკლები იქნებოდა

 


„ვარ ძალიან მადლიერი ბატონო კახა [კალაძე] რომ დღეს ეს [ჩემი მხარდაჭერა] გამოაცხადეთ საჯაროდ, - იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიღებული იქნა 2 დღის წინ მმართველი პარტიის მიერ. ეს გადაწყვეტილება არის, მე ვიტყოდი, ისტორიული. ცხადია, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცი მე, ვიყავი კანდიდატი და ვიქნებოდი ბოლომდე საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ვიცოდი, რომ გამარჯვების შანსი მქონდა ნაკლებად, როგორც სრულიად დამოუკიდებელ კანდიდატს. მაგრამ დღეს ვიცი, რომ მაქვს ძალიან დიდი შანსი იმის გამო, თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ნუთუ ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი აღარ ვიქნები?! არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი აღარ ვიქნები. ეს ნიშნავს იმას, რომ იმაზე, რაც არის ჩემთვის ყველაზე პრინციპული - წითელ ხაზებზე, რომელზედაც ვერავინ ვერ გადააბიჯებს, ვინც არ უნდა იყოს მმართველი თუ არამმართველი - იმაზე ვიქნები პრინციპული და დამოუკიდებელი. ამავე დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩენი შედეგებისთვის, რომ ვითანამშრომლოთ. და ეს თანამშრომლობა უნდა დაიწყოს, ადგილზე, რეგიონებიდან და ავიდეს ზემოთ, რამეთუ საქმეზე ორიენტირებული და შედეგიანი იყოს ყველაფერი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი