ნიკოლოზ ლალიაშვილი: ინტრიგა იყო იმაში, რომ კომისიას უნდა ეჩვენებინა, კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“, რომ ის რაც მოხდა გირგვლიანის დროს ანუ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც ხდება
12-09-2018, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიული სიით, და ინტერნეტ ტელევიზია „პოსტივის“​ წამყვანი ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაესახელებინა მკვლელი. საგამოძიებო კომისიისგან საზოგადოება ამას ელოდა, თუმცა არ დასახელდა. 

 

 

„საზოგადოება ელოდებოდა მკვლელის დასახელებას, მკვლელის თუ არა, მართლმსაჯულების მკვლელის დასახელებას მაინც. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა მხოლოდ ის, რომ საჭიროა რაღაცებზე გამოძიება. მთელი ინტრიგა მიდიოდა იქით, ეჩვენებინა კომისიას, კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“, რომ ის რაც მოხდა გირგვლიანის დროს ანუ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც ხდება, თუმცა აქედან დრეიფუსის საქმე არ გამოვიდა“, განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“  ეთერში.

 

 

„კომისიის შექმნა, ჩემი აზრით, იყო ცალსახად ძალიან სასარგებლო მოვლენა ქართული დემოკრატიისთვის, რომელიც დროში დაემთხვა ძალიან დაინტერესო მოვლენებს, როგორიც იყო მაგალითად ის, რომ პროკურატურამ ვერ დაარწმუნა რაღაცაში მოსამართლე და გადადგა მთავარი პროკურორი, ეს იყო ჩემი აზრით უპრეცედენტო რამ. უპრეცედენტო იყო თავად კომისიის შექმნა იმ ფონზე, როცა მღელვარება იყო ძალიან ძლიერი და აღმოჩნდა მართული პოლიტიკური ძალების მიერ და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მიერ... ამ ფონზე იქ მიდის პრემიერმინისტრი და რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. მოკლედ ეს ყველაფერი იყო ისეთი პოლიტიკური პრეცედენტები, რომელიც ყოველშემთხვევაში ჩემს მეხსირებაში არ არის. მე ის მახოვს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ფანტასტიკის სფეროდან იყო სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს ყველაფერი მოხდა, ეს სტანდარტები დაიდო, რაღაც პასუხისმგებლობების რაღაც თამასა, რაღაც სტანდარტი დამკვიდრდა. მთავარი ინტრიგა იყო ის, რომ საზოგადოების ნაწილი არ ენდობა პორკურატურას, ამიტომ გამოჩნდა საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს საქმე. კომისიას ჰქვია მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი კომისია. საზოგადოება ელოდებოდა მკვლელის დასახელებას, მკვლელის თუ არა, ყოველ შემთხვევაში მართლმსაჯულების მკვლელის დასახელებას მაინც. მთელი ინტრიგა მიდიოდა იქით, რომ ეჩვენებინა კომისიას, კონკრეტულად ევროპულ საქართველოს, ის რაც მოხდა გირგვლიანის დროს ანუ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც ხდება, ხალხოო. - ეს არ მოხდა, დრეიფუსის საქმე არ გამოვიდა ამ საქმიდან, საზოგადოება არ გაიხლიჩა ორ ნაწილად. ამიტომ მგონია, რომ მართლა ძალიან მაგარი ასპარეზი ჰქონდა, სხვათაშორის ძალიან გამოცდილ ხალხს, რომელთა კვალიფიკაციაში ეჭვეს უბრალოდ ვერ შევიტან. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომისიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმის და სხვა საქმეების პოლიტიკურ შეფუთვაში, პირადად იყვნენ ჩართულები, ეს ხალხია კომისიის წევრები. ასეთი ძველი ანდაზაა, გამოცდილ დედამთილს რძალი ვერ მოატყუებსო. მე ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა და მეგონა, რომ კოღოსგან სპილო გამოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანები, ვინც აქციებზე იდგა, სანამ ნაციონალური მოძრაობის ხელი გამოჩნდებოდა, ისევე როგორც ზაზა სარალიძე, წესით ძალიან იმედგაცრუებულები უნდა იყვნენ. კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ეშინია, აი თქვენ კომისია, აი თქვენ ეთერი... მოგვეცით კონკრეტული ფაქტები, ხელისუფლება რომ ჩართული იყო ამ საქმეში და მზად ვართ რეაგირებისთვის, ეს იყო სიგნალი. აქამდე რაც გვაქვს არის ის, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ საჭიროა რაღაცებზე გამოძიება“, განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი