უეს მიტჩელი: საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი
12-09-2018, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი.

 

 

როგორც უეს მიტჩელმა აღნიშნა, ქართველებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ უნდათ დემოკრატია, ევროინტეგრაცია, უნდათ ნატო-ს წევრობა.

 

 

„როგორც აპრილში აღვნიშნე, საქართველო მოხვდება ნატო-ში აუცილებლად, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი. რამდენიმე წლის წინ, როცა სერგეი ლავროვი აკეთებდა კომენტარს საქართველოზე, ის ამბობდა, რომ დასავლეთი საქართველოში არ უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთი არის პოლიტიკური პეპელა, რომელიც დროდადრო გადაუფრენს საქართველოს. თუმცა, მე საწინააღდმეგოაზრი მაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველო არის სიღრმისეულად დასავლური ქვეყანა“, განაცხადა მიტჩელმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველომ შექმნა ძლიერი ინსტიტუტები, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მშპ გაიზარდა 400%.

 

 

„ქართული პოლიტიკური ინსტიტუციები ებრძვიან კორუფციას, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ვფიქრობ, რომ საქართველო მუდმივად გიჩვენებს, რომ ეს არის მათი დასავლური მომავალი. საქართველო არის მნიშვნელოვანი სიმბოლო დასავლური თავისუფლების, დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისა. ისინი მძიმე სამეზობლოში არიან და არ იყო ისტორიულად ამ ყველაფრის დაცვა ადვილი. დღეს აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას საქართველოში, ოქტომბერში იქნება არჩევნები, საქართველო ებრძვის კორუფციას, ეს არის რეფორმებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“, განაცხადა მიტჩელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი