საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ ნარკომანია მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა".
„კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“. ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა.... ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინებაა საჭირო. იმედია, ჩვენი კონფერენცია დიდ წვლილს შეიტანს ამ პრობლემის მოგვარებაში, ასევე პასუხს გასცემს იმ მწვავე შეკითხვებს, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებაში დაგროვდა. კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ კი, ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლოსგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, სადაც წერია, რომ ყველას საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აქვს, გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ახალი იდეოლოგიური პარადიგმა შექმნა, რომლის მიხედვითაც თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მიერ მარიხუანა ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარებით გამოწვეული სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული. ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობისა და საზოგადოებრივი სიკეთის გარკვეულ ოდენობას. ეს გადაწყვეტილება კი მომავალში რას გვიქადის? ამ ლოგიკით შესაძლებელია ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება მომავალში განიხილებოდეს როგორც თვითგანვითარების უფლება. თვითგანვითარების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი გააჩნია“, განაცხადა მეუფე შიომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.