ესტონეთის პრეზიდენტი: ხელი უნდა შევუწყოთ პოლიტიკურ გამბედაობას, რათა ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ, მაშინაც კი, როდესაც ნახევარი საუკუნე გვჭირდება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად
12-09-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სასახლეში მიიღო. ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მას საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

 


„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის პატივია და მოხარულები ვართ საქართველოში თქვენი კიდევ ერთხელ სტუმრობის გამო. ნება მომეცით, მთელი გულით გამოვხატო თქვენდამი მადლიერება ჩემი ქვეყნისადმი ასეთი ძლიერი წვლილისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის.

 


თქვენ ხართ ნათელი, მკაფიო, თამამი და წრფელი ხმა ყველა ამ მსჯელობისას. მე მესმის თქვენი მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან, კონკრეტულად კი ტერმინ „ოკუპაციასთან" დაკავშირებით.

 


ვიტყოდი, რომ საქართველომ იცის და პატივს სცემს თქვენს სიმამაცესა და მყარ პოზიციას. ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ თქვენი გამორჩეული მეგობრობისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის“, განაცხადა შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა.

 


„ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში დაბრუნებით, სადაც მაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღო ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავკარგეთ სენატორ მაკკეინი და ძალიან ემოციურია იმის ნახვა, რაც მან გააკეთა. მან შექმნა კონკრეტული და პრაქტიკული შესაძლებლობები, რათა განვითარებულიყო დასავლურ დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა.

 


ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მის სახელზეც, რათა ხელი შევუწყოთ დასავლურ კავშირებსა და დემოკრატიებს და ასევე ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ გამბედაობას, რათა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ, მაშინაც კი როდესაც ნახევარი საუკუნე გვჭირდება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად“, აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ.

 


მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრობლემები უფრო მალე გადაიჭრება, მაგრამ სანამ ველოდებით. არსებობს მრავალი გზა, რომელიც საქართველოს შეუძლია, რომ გააგრძელოს ევროპასთან დასაახლოებლად, მათ შორის შეასრულოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

 


„მაშასადამე, მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალიან გამიხარდა საერთაშორისო კონფერენციაზე ვეს მიტჩელის და ჩვენი სხვა მეგობრების ნახვა, რომლებიც ასევე ძალიან მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს“, აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ესტონეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს.

 


საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას, საქართველოს როლს, როგორც რეგიონის ასევე საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი