„სალომე გამოდი უთხარი ქვეყანას სათქმელი, რა პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ შენ მონა?“- ამ შეძახილებით გააპროტესტა ზურაბიშვილის ქუთაისში ჩასვლა, რამდენიმე მოქალაქემ.
მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. „ნუ შეურაცხყოფ გმირებს“, „სალომე ვოვას ფავორიტი“, ასეთი პლაკატებით დახვდნენ სალომე ზურაბიშვილს.
მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა თეატრის შენობაში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ დაცვამ არ მისცა.
„უარს ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მცდელობას საქართველოში. ეს არის ეროვნული დანაშაული თუ კი ჩვენი ხალხი ამას დაუშვებს. ადამიანი, რომელიც მუდამჟამს იმეორებს იმას, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი. ეს არის ჯაშუში, პუტინის მონა“, განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტა.
ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.