ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი EBRD-ის ბანკის დირექტორს შეხვდა
12-09-2018, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია EBRD-ის ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყველა ის მიმართულება, სადაც EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას. ამ მიმართულებებს შორისაა სამთო მრეწველობა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პროგრამა, ენერგოეფექტურობა და სხვა. 

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ბრუნო ბალვანერასთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო - განხილულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში. 

 


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოში ძალიან გამართული და ძლიერი საკრედიტო პორტფელი აქვს. აღნიშნული ბანკი ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხებში სხვადასხვა დარგში გვიწევს მნიშვნელოვან დახმარებას. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს “, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრუნო ბალვანერასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ. 

 


EBRD-ის ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს დადებითად აფასებს. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მინისტრ გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალშიც ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ვინაიდან იგი მზადაა და გახსნილია დიალოგისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მომავალი თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით", განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი