ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
როგორც პრემიერ მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ინიციატივა საქართველოს მაკროეკონომიკურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. შესაბამისად, საკრედიტო-საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით ერთიანი მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად, მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეს პოლიტიკა ლიზინგზეც გავრცელდეს.
„წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას რეგულაციაში, რომლის თანახმადაც, 100 000-ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, მხედველობაში მაქვს ე.წ ამხანაგობები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც დაფიქსირდა 2016-2017 წლებში. ლარიზაცია ჩვენი სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შექმნის და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოზიციებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ და ეს ნაბიჯი არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება ამ გზაზე", განაცხადა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.