საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, მაია ზავრაშვილს და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ქობულიამ და შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს სფეროში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და წიაღის სფეროში ინვესტორების მოზიდვის საკითხს.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს წიაღისეულის ათვისების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
„ამისთვის ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეკვრას და ინვესტორების მოზიდვას. აგრეთვე ვმუშაობთ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის გამართვა-გამარტივების კუთხით, რომელიც იქნება ძალიან ხელსაყრელი ბევრი ინვესტორისთვის. ვფიქრობთ, ამის შედეგად საგრძნობლად გავზრდით წიაღისეულის მოპოვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“, განაცხადა გიორგი ქობულიამ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წიაღის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება - წიაღისეულის მოპოვების ადგილებში აშენდება არაპროფილური ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში კი გადასახადები შევა.
„ამიტომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ - სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ წიაღისეულის მოპოვება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გარემოსა და მოსახლეობის ინტერესების, მათი ჯანმრთელობის დაცვის მკაცრ ფარგლებში, ამას არასდროს გადავუხვევთ“, აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.