თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს" 3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გადასცემს.
„ცენტრი განკუთვნილი იქნება 230 ბენეფიციარისთვის, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.