ირაკლი კობახიძე: მქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან და შევჯერდით ერთიან მიდგომაზე - 2008 წელს, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთი
12-09-2018, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

 

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დროსაც ერთიან მიდგომაზე შეჯერდნენ.

 

 

„ობიექტური მიზეზების გამო, უშუალოდ, ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა, მე მქონდა თავის დროზე საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ერთიან მიდგომაზე და ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა, ამავე დროს, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ, ასე ვთქვათ, შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაზეც ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომაზე, საბოლოოდ, შევჯერდებით. კონკრეტულად განცხადება არ მომისმენია, თუმცა ვიცი ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ 2008 წელს ხელისუფლების ბრძანებით საქართველომ დაბომბა თავისი მოსახლეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი