ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა
12-09-2018, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა და ესტონეთი მომავალშიც განაგრძობს მის მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ესტონეთის პრეზიდენტმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში.

 

 

„ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის შემუშავების პროცესის მიმდინარეობაზე. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას აფასებს.

 

 

ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს ესტონეთის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიები. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა, ციფრული ტრანსფორმაცია და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და განათლებაზე, ჯანდაცვასა და კომერციულ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

 

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი