კურტ ვოლკერი: „პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას“
12-09-2018, 21:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „ოლიგარქია და დემოკრატია“ განაცხადა, რომ პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას.

 

 

„როდესაც უკრაინას თავს დაესხა რუსეთი, მდიდარი ადამიანებმა თავიანთი როლი შეასრულეს რუსეთის შესაჩერებლად . საქართველოს შემთხვევაში, მინდა მოვიყვანო საპოლიციო ძალების რეფორმის მაგალითი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. მან დაითხოვა მთელი საპოლიციო შტატი და შემდეგ თავიდან აიყვანა ისინი სამსახურში და უზრუნველყო ბევრად უკეთესი აღჭურვილობით. ამ პროცესს აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას“, განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 

 

ოლიგარქიაზე საუბრისას ვოლკერი რამდენიმე ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 

„ერთი ფენომენი არის ოლიგარქი, რომელიც იპარავს ფულს, რომელიც ათეთრებს ფულს , რომელიც პარავს სახელმწიფოს, პარავს ხალხს; არსებობს ფენომენი, როდესაც ოლიგარქი ყიდულობს პოლიტიკურ გავლენას, უკანონო მოსყიდვისა და პოლიტიკური ძალაუფლების ბერკეტებზე კონტროლის დამყარების გზით და არსებობს ფენომენი, როდესაც ოლიგარქი ახდენს ფულის პოლიტიკისკენ მიმართვას, რაც ნიშნავს კამპანიების წარმოებას, სატელევიზიო რეკლამების ყიდვას. არსებობს კორუფციის გენერალიზებული ფორმა, მაგრამ ჩვენ ის უნდა გავმიჯნოთ ცალკეული მდიდარი ადამიანის ბუნებისგან. ჩვენ ამ ფენომენზე თითოეული კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ამ პრობლემის მოგვარების გზები სხვადასხვაა“, აცხადებს ვოლკერი.

 

 

მისი თქმით, კორუფციიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი გზა სამართალდევნის განხორციელებაა, როდესაც შენ მოიპოვებ მტკიცებულებებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ კანონებს, იღებენ ქრთამებს .

 

 

„მაგრამ როდესაც სულ სხვა სტრუქტურის ფენომენთან გვაქვს საქმე, ანუ როდესაც გვყავს მდიდარი ადამიანები რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი გავლენა გააჩნიათ ქვეყანაში, ალბათ გამოსავალი მდგომარეობს არა სამართალდევნის განხორციელებაში, არამედ მათი ბიზნეს იმპერიების დაშლაში. როდესაც შენ გაქვს კონკურენცია როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ქმნის მდგრად სათამაშო გარემოს პოლიტიკაში“, განაცხადა ვოლკერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი