აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში მოქმედ სამ მეწარმესა და მათ მიერ კონტროლირებად რვა კომპანიას აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიები და პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ირანის ბირთვული პროგრამაში.
ამასთან, საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და კერძო პირების გარდა, სანქციები დაუწესდათ თურქეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ავღანეთში, ირანში, გაერთიანებული არაბეთის საამიროებსა და ლიხტენშტაინში მოქმედ კომპანიებსა და კერძო პირებს.
ამასთან, ვაშინგტონმა უკვე მეორედ დაუწესა შეზღუდვები იმ პირებს, ვინც გვერდს უვლის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.
აშშ-ის მიერ კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები ამერიკელი მოქალაქეებისთვის ამ კომპანიებთან და პირებთან ყველანაირი საქმიანი კონტაქტის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილთა ნებისმიერი აქტივის შეჩერებას, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაში იმყოფება.
გასული წლის ნოემბერში ირანსა და "ექვსეულს" (P5+1) შორის მიღწეული შეთანხმებით, ირანმა პირობა დადო შეაჩეროს ბირთვული პროგრამის ნაწილი, საპასუხოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.