24 ივნისს ოლიმპიურ ცეცხლს ხონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ცოცხალი ჯაჭვი მთლიანად მოეწყო იმ პერიმეტრზე, სადაც ოლიმპიურმა ცეცხლმა გაიარა. ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი კი ვეტერან კალათბურთელს, ხონელ გია სანაძეს ერგო.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის დანთების ცერემონიალში მონაწილეობა ვიცე გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
უმთავრეს სპორტულ მოვლენას თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, შავი ლენტებით დახვდნენ ხონშიც და ღონისძიებები მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებით შემოიფარგლა.
ადგილობრივებს მიესალმა და ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მიულოცა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.
ოლიმპიური ცეცხლი ხონში მთელი ღამის განმავლობაში დარჩა და მას საპატიო ყარაული იცავდა. დეღეს კი ოლიმპიურ ცეცხლს სამტრედიის მუნციპალიტეტში ჩაიტანენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.