ანა დოლიძე: თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის ტრიბუნიდან იგივე განცხადებებს გააკეთებს, მაშინ ეს იქნება დიდი დარტყმა იმ პროცესებზე რაზეც საქართველო საერთაშორისო დონეზე იღწვის
12-09-2018, 21:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დროსაც გამეორდა, ის დააზარალებს იმ ღვაწლს, რაც ჩაიდო საერთაშორისო დონეზე, იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთმა დააზარალა საქართველო და მისი მოსახლეობა.

 

 

„10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღწვის საერთაშორისო დონეზე, ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიიდან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გამეორდა შემდეგ უკვე პრეზიდენტის მიერ, ეს ნიშნავს პირდაპირ დარტყმას იმ ყველა ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ესეთი განცხადებები გაკეთებული პრეზიდენტის ტრიბუნიდან, თითქმის იძლევა გარანტიას, რომ ამ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, ეს პროცესები დასრულდება ფიასკოთი“, განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი