საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.
მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცენ
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის ერთი ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზა, რომელიც მაშინ იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი წარმომადგენელი საქართველოსი და ზედმიწევნით ზუსტად იყო მოვლენების კურსში, რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი.
მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა ქუთაისის თეატრში ძალით მიყვანილ ხალხს, ვინც იქ ტაშს უკრავდა სალომეს. ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე. ამ ქალის მიერ გაჟღერებული გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას, თუ ჩვენ თვითონ არ დავაკანონეთ რუსეთი ამას ვერასოდეს ვერ დაიკანონებს. ეს არის კლასიკური ღალატი საქართველოსი, კლასიკური სქემა მტრის და მოვუწოდებ ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, არ დაუშვას ამ ქალის მიერ საქართველოში თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი, პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ, არ უნდა მივცეთ ქვეყნის მოღალატეს, ეს არ არის ჩვეულებრივი დემოკრატია, თავისუფლად კამპანიის ჩატარება საშუალება ეს არის ჩემი მოწოდება და თითოეული ქართველი პატრიოტის ვალი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.